ჩივთქილისის საჯარო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლები ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
08-04-2021, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის 10 პრაქტიკოსი მასწავლებელი, მათ შორის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი შაქრო ხაჩატურიანი, ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე დარეგისტრირდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის შაქრო ხაჩატურიანმა განუცხადა, ამჟამად მასწავლებლები თავიანთ საგანთან ერთად ქართულ ენაშიც ინტენსიურად ემზადებიან.

 


„მოგეხსენებათ, რომ ქართული ენა ჩვენმა თაობამ არასათანადოდ იცის. საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად არ ისწავლებოდა ქართული ენა სომხურენოვან სკოლებში და ამიტომ ახლა გვიწევს მისი შესწავლა, რადგან პროფესიულ უნარებში გამოცდა ქართულ ენაზე ტარდება. ჩვენი სკოლის 10-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გადაწყვიტა ზაფხულში გამოცდაზე გასვლა, მათ შორის ვარ მეც. მართალია, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდის ჩასაბარებლად დრო 2023 წლამდე გვაქვს, მაგრამ სჯობს წელსვე გავიდეთ გამოცდაზე“, - უთხრა ხაჩატურიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი