პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა არ სურს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ საკითხში „ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია“.
„ნიკა მელიას საკითხში ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია და რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შუქი ეცემა. რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო - ეს ადამიანი გარეთ უნდა იყოს თუ საპატიმროში - მე ნამდვილად არ მინდა, ამაში ჩარევა, ეს უნდა იყოს მთლიანად სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.