გოგა ხაინდრავა: ხაზარაძეს მოუწევს პასუხის გაცემა... ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
08-04-2021, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს ტელეკომპანია „პირველი“, რომელსაც მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აფინანსებენ.

 


ამასთან, გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზეც ისაუბრა.

 


„ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს „ტვ პირველი“, რომელსაც სწორედ ეს ადამიანები აფინანსებენ. რატომ აფინანსებს ჯაფარიძე და ხაზარაძე ტელევიზიას, რომელიც ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევა. „ტვ პირველი“ გადაიქცა ანტიეკლესიურ პლატფორმად, საიდანაც ყოველდღე გვესმის ანტიეკლესიური, ანტირელიგიური სიუჟეტები. ეს არის იდეოლოგიური დივერსია. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებად მოუწევს ჯაფარიძესაც და ხაზარაძესაც, ეს კითხვები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის ლიგიტიმური იქნება. არანაირი კავშირი არ აქვს შალიკოს ფანჩატურს პოლიტიკასთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს და თუ აქვს, აგერ არის „IRI“. წლების განმავლობაში არ ვაქცევდი ყურადღებას ამ შედეგებს. წარმოიდგინეთ, ბაქრაძე რომ გეყოლება პოლიტიკურ ლიდერად, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გათვითცნობიერებულია ეს ორგანიზაცია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ მიკერძოებული დაწესებულებისგანაც კი არიან ნულოვანი მხარდამჭერის პატრონები.

 


ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის სახით ლაპარაკობენ და სინამდვილეში ნულოვანი რეიტინგი აქვთ. ყველაზე შეურიგებელი უნდა იყო ქართული საზოგადოების მიერ პოლიციის მიმართ შეტევაზე. პოლიციაზე დგას მართლწესრიგი. მინდა, გავახსენო ეს დრო, განსხვავებით ჯაფარიძისა და ხაზარაძისგან, რომლებიც მაშინ ფულს შოულობდნენ, მე სამოქალაქო ომშიც ვიყავი, ცხინვალშიც, ნანახი მაქვს ყველა ის უბედურება, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ გააჩნიათ წესრიგი, კანონი, მართლწესრიგი, არ გააჩნია სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანას იცავენ. მაშინ დოლარებს არ ვთვლიდი, მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რამდენიმე კინოც მაქვს გადაღებული, რომ ახალმა თაობამ იცოდეს, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფოს. ამაზე ხაზარაძეს მოუწევს პასუხის გაცემა, ამ შეკითხვებს დაუსვამენ ყველგან, სადაც მივა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი