თამარ გაბუნია: ექსპერტების საბჭომ გაუწია რეკომენდაცია AstraZeneca-თი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ
08-04-2021, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტების საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია AstraZeneca-თი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ, - განაცხადა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

 

„გუშინ ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე გამოვლინდეს. თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზურ გართულებასა და „ასტრაზენეკას“ შორის, უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდლამდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით ოთხი, ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსხლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში, ესპანეთში 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში, თუმცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გაგრძელდეს „ასტრაზენეკას“ გამოყენება.

 


„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შემდგომი გაფართოება ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასთვის“ აღარ მოხდება. მას, ვინც უსაფრთხოდ გაიკეთა პირველად დოზა ვაქცინის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზაც 8-12 კვირიანი ინტერვალით“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი