ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანელი სპორტსმენი გოგონები დააჯილდოვა
08-04-2021, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ვანელი სპორტსმენი გოგონები, საქართველოს ღია ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.

 


2021 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ზამთრის ეროვნულ ღია ჩემპიონატზე მძლეოსნობაში და ამავე წლის 21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარებულ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატზე, ვანელი სპორტსმენი თამთა ღვინიანიძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

 


თამთა გახდა საქართველოს პირველი ნომერი ქალთა შორის, სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში. ახალა ის ემზადება ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 20-28 ივნისს კვიპროსში გაიმართება.

 


თამთასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიის მოსაპოვებლად, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გაიმართება, კიდევ ორი ვანელი სპორტსმენი: ნინო ბოლქვაძე და თიკო ჩახუნაშვილი ემზადება.

 


ნინო ბოლქვაძემ 2021 წლის ზამთრის ღია ჩემპიონატზე და თბილისის ღია ჩემპიონატზე მძლეოსნობაში 400 მეტრ რბენში და 800 მეტრ რბენში მეოთხე ადგილი , თიკო ჩხუნაშვილმა კი 400 მეტრ რბენში მესამე ადგილი დაიკავა.

 


გოგონები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.

 


ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი