პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა - "დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს"
26-10-2015, 20:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა. პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.

 

 

„მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, - ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის. დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

 

 

„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, -აღნიშნა პატრიარქმა. საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი