საქართველოს 25-დან 45 წლამდე მოქალაქეები ისრაელში 1 წლით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - თვის დარიცხული ხელფასი 1 600 აშშ დოლარი იქნება
09-04-2021, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა.

 

 

მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

 

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის.

 

 

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

 

 

„დღეს პატივი მქონდა, შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1 000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

 

 

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

 

 

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

 

 

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები დაცული იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ.

 

 

ამასთან, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება სრული განაკვეთი.

 

 

„კერძოდ, კვირაში ექვსი სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1 600 აშშ დოლარის ექვივალენტი).  ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში, მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე; სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება საქართველოს 1 000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე;

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

 

განათლება – საშუალო სკოლა დამთავრებული; სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს „კოვიდ-19“-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს „კოვიდ-19“ ვაქცინაციის ორი დოზის ჩატარებას, სამი კვირის შუალედით).

 

 

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

 

კომენტარები: 104
#104   Patrice
      
References:


Pagar por bizum en casino online http://www.pshunv.com/space-uid-1072843.html
დღეს, 11:00
#103   Catalina
      
გუშინ, 22:56
#102   Peggy
      
References:


Payid casino welcome bonus https://pads.zapf.in/pNidx-cLTGCDjAgc7M35EA
გუშინ, 07:31
#101   Georgianna
      
References:


Payid casino australia viproskurnin.ru
15 ნოემბერი 2026 23:42
#100   Augusta
      
References:


Payid online casino dennis-amstrup-3.blogbright.net
15 ნოემბერი 2026 19:56
#99   Sheree
      
References:


Online pokies payid pshunv.com
15 ნოემბერი 2026 15:56
#98   Lena
      
References:


Latest neosurf casinos aus $5 minimum deposit
casino neosurf australia
14 ნოემბერი 2026 13:01
#97   Gaston
      
References:


Australian online casinos neosurf neosurf casino poker machines australia
14 ნოემბერი 2026 11:43
#96   Anton
      
References:


Giocare da mobile casino paypal siti casino aams paypal
14 ნოემბერი 2026 08:11
#95   Arnold
      
References:


Australia online pokies payid sg588.tw
14 ნოემბერი 2026 02:50
#94   Gina
      
References:


Newest neosurf casinos australia neosurf
casino deposits australia
14 ნოემბერი 2026 02:44
#93   Harold
      
References:


Online casino wire transfer deposit bank transfer pokies Australia
13 ნოემბერი 2026 22:34
#92   Louella
      
References:


Bank transfer gambling sites australia www.youtube.com
13 ნოემბერი 2026 14:08
#91   Frances
      
References:


Paysafecard casino echtgeld https://pad.batsense.net/KB4mEVe8T-2dzAhCDQvHGA
13 ნოემბერი 2026 03:26
#90   Meghan
      
References:


Trustly Casino Sicherheit https://dok.kompot.si/N51eGcGaTZ68W8XI--AcHg
12 ნოემბერი 2026 08:00
#89   Christopher
      
References:


Spielautomaten klarna casino klarna bonus
11 ნოემბერი 2026 08:52
#88   Steffen
      
References:


Direct bank transfer casino pandora6666.com
10 ნოემბერი 2026 18:22
#87   Latesha
      
References:


Casino support google pay google
pay casino app
10 ნოემბერი 2026 12:01
#86   Jani
      
References:


Online pokies dodson-huang-2.thoughtlanes.net
9 ნოემბერი 2026 23:47
#85   Alvaro
      
References:


Paysafecard casino alberta http://x.kongminghu.com/home.php?mod=space&uid=886285
9 ნოემბერი 2026 17:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი