მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა
09-04-2021, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა მორიგი გასვლითი შეხვედრა, იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

 

 

 

ლერი ბარნაბიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმერეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრულობაზე.

 

 

,,ყველა საკითხი თუ პრიორიტეტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალურია კიდევ ერთხელ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ გადაჭრის გზებზე. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, თქვენს მიერ დასმული საკითხები გადაწყვიტოს უმოკლეს ვადებში და ეფექტურად. ურბანული განახლების პროექტირებისას ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ინტერესები იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. თითოეული პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ადგილობრივების მოსაზრებები, განსახორციელებელი პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული", - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

 


სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დაავალა, დამატებით კიდევ წარადგინონ წინადადებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ. მომდევნო კვირაში დაგეგმილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი იმერეთში, სადაც განიხილება მიმდინარე პროექტები და საჭიროებები, რომელთა დაფინანსებაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

 


მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი