ქვეყანაში ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, რაც რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება, განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადამდებლობის ინდექსი იზრდება. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.