კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის
09-04-2021, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის. როგორც BBC იუწყება, პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩანდა, რომ მან მდგომარეობა 1990-იანი წლების საშინელ შიმშილობას შეადარა. კიმმა, მოსალოდნელი გაჭირვების იშვიათი აღიარებით, ხუთშაბათს, პარტიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა „აწარმოონ კიდევ ერთი რთული ‘დაუღალავი სვლა’, რათა თუგინდ მცირედით მაინც შეამსუბუქონ ჩრდილო კორეელი ხალხის გასაჭირი“.

 


„დაუღალავი სვლა/ან ტკივილიანი სვლა“ - ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები ქვეყანაში 1990-იანი წლების გამანადგურებელი შიმშილობის შესახებ საუბრისას იყენებენ. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლამ, ჩრდილოეთ კორეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დატოვა. მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილის შედეგად.

 


კიმ ჩენ ინმა კვირის დასაწყისშიც გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყანა „ყველაზე საშინელი სიტუაციისა“ და „არაერთი უპრეცედენტო გამოწვევის“ წინაშე დგას, რაც კი ოდესმე ყოფილა.

 

 

ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსის პანდემიის გამო, თავისი საზღვრები ჩაკეტილი აქვს. ამით მან ჩინეთთან ვაჭრობა, რაც მისი ეკონომიკის მაცოცხლებელი იყო, ჩიხში შეიყვანა. ამას ემატება ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები, რაც ფხენიანის ბირთვული პროგრამის განვითარებას უკავშირდება. პანდემიის მიუხედავად, კიმ ჩენ ინი ბალისტიკური რაკეტების გამოცდას არ წყვეტს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი