ხობში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09-04-2021, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 


ანსამბლი „კოლხეთი” და მოსწავლეთა ცენტრის ბავშვები ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ხობის წმინდა სამების სახელობის  ტაძრის მოძღვარმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.

 


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის  ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი