არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას
09-04-2021, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას.

 


„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 


მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება ექნება, თუკი ოპოზიცია გადახედავს თავის დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში.

 

 

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ასეთი შეთანხმება მოხდეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თქვენ ხედავთ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის განცხადებებს, სადაც როგორც ჩანს, ისინი უბრუნდებიან „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს ბოლო დიალოგში, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მივესალმებით ამ სიახლეს და რასაკვირველია, ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, ოპოზიცია თუ გადახედავს თავის დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი