მღვდელმთავრებმა ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებები შეაფასეს, როგორც უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ
09-04-2021, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საპატრიარქოში 8 აპრილს გამართულ მღვდელმთავართა შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მათი თქმით, შეხვედრა, ძირითადად, განხილვა-შეფასებითი ხასიათის იყო და მასზე ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს.

 

 

საპატრიარქოს ცნობით, პირველ რიგში, მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და აბსოლუტურად კანონიერ ქმედებად შეაფასეს.

 


„ამასთან, მათ ასევე იმსჯელეს ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, მათი მხრიდან მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფისა და დაუმორჩილებლობის შესახებ.

 


მღვდელმთავრებმა აღნიშნული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს, როგორც უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.

 


მათ მოუწოდეს იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებები და გადაწყვეტილებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებული არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს.

 

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელმთავარათა შეკრების პარალელურად საპატრიარქოს შენობის მიმდებარედ პატრიარქისა და ეკლესიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათი მობილიზება ეკლესიამ მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს საპატრიარქოს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის რაიმე სახის მობილიზებისა და საპატრიარქოს გარშემო შეკრების შესახებ. ამ ადამიანებმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, მოსულიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ ეკლესიისადმი. თავის მხრივ კი, საქართველოს საპატრიარქომ მათ სთხოვა, მაქსიმალურად მშვიდობიანად წარემართათ თავიანთი შეკრება“, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

 

 

კომენტარები: 1
#1   Celesta
      
2 აპრილი 2026 02:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი