პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
09-04-2021, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახი ავრცელებს.

 

 

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით უინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

 

 

პრინცის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 

 

 

პრინცი ფილიპი საბერძნეთის კუნძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.

 

 

ედინბურგის ჰერცოგი სამეფო საზღვაო ფლოტს იუნკრის სტატუსით 1939 წელს შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.

 

 

პრინცი ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის ნიშნობა დედოფლის 21-ე დაბადების დღეზე, 1947 წლის ივლისში გამოცხადდა. ოთხი თვის შემდეგ, 20 ნოემბერს ისინი ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ. სამეფო წყვილს 4 შვილი შეეძინა. მათ 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი დარჩათ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი