საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, იოსებ სტალინი ქვეყნისთვის საამაყო პირია და სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება. თოფაძის თქმით, მის ამ პოზიციას, მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა.
"სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში. ის იყო საამაყო პიროვნება და მე-20 სუკუნეში აღიარებული პირი. ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა. მთელი მსოფლიო თვლის, რომ ის უდიდესი ადამიანია. ძალიან დიდი ნაწილი გაიზიარებს ჩემს ნათქვამს. ეს კაცი სიმბოლოა, დიდი საქმეების. ის საქართველოსთვის საამაყო კაცია. მე ვამბობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრს. მე სამწუხაროდ კაბინეტში არ მაქვს სტალინის სურათი, მაგრამ მაქვს სახლში მისი სურათები და ასევე ბევრი წიგნები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.