გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს? 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იყო საზიზღარი პროვოკაცია, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაგეგმა და საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა მათმა აგენტურამ განახორციელა
10-04-2021, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს?

 

მიილია კიდევ ერთი (რიგით 32-ე) 9 აპრილი - ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ტრაგიკული არამარტო იმით, რომ ამ საშინელ დღეს უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, არამედ იმის გამოც, რომ ამ დღესთან ძალიან ბევრი სიცრუე და სიყალბეა დაკავშირებული.

 


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იყო საზიზღარი პროვოკაცია, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაგეგმა და საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა მათმა აგენტურამ, საბჭოთა დისიდენტების (ე.წ. ეროვნული მოძრაობის) დახმარებით განახორციელა.

 


ეს პროვოკაცია განხორციელდა საქართველოს თავისუფლების სახელით, მაგრამ მას სულ სხვა მიზანი ჰქონდა: საბჭოთა კავშირის დაშლა და საქართველოსა და რუსი ხალხის ერთმანეთისთვის გადამტერება.

 


მიზანი მიღწეულია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო და რუსეთი, ხალხის დონეზე თუ არა, ხელისუფლებების დონეზე მაინც ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ხოლო, საქართველოს დამოუკიდებლობა, რისი სახელითაც ეს ყველაფერი მოხდა, აღარავის ახსოვს, იმიტომ, რომ ის მხოლოდ მირაჟი იყო, სატყუარა იყო, რითაც ხალხი მიიზიდეს, მაგრამ პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.

 


ხალხი მხოლოდ იმით როდი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვერ მიიღო, არამედ იმითიც, რომ სახალხო დოვლათი, რომელიც მას ეკუთვნოდა, ერთეულებმა მიითვისეს, თვითონ კი გაძარცვული და მშიერი დატოვეს, იმდენად მშიერი, რომ ბევრს პირში გამოსავლები ჩალაც აღარ შეხვდა.

 


ოცდათორმეტი წელიწადია, რაც ამ დღეს რუსთაველის პროსპექტზე დადის ერთი და იგივე კატეგორია ადამიანებისა (ხელისუფლების სხვა და სხვა თაობის წარმომადგენელნი), რომლებსაც სახეზე ყალბი ტრაგიზმი აწერიათ, პირიდან ყალბი პათოსით გაჯერებული სიტყვები ამოსდით და ხალხისა და ქვეყნის მიმართაც ყალბი დამოკიდებულება გააჩნიათ. სხვათა შორის, ის მილიონებიც ყალბია, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ ნაშოვი. ყალბი არა კუპიურების თვალსაზრისით (კუპიურები ნაღდი და ტკიცინაა), არამედ იმ თვალსაზრისით, რომ არმად აქვთ ნაშოვი.

 


როგორი ყალბიც საქართველოს დამოუკიდებლობა აღმოჩნდა, ისეთივე ყალბი აღმოჩნდა ნატოსა და ევროკავშირის გაუთავებელი ძახილიც, კაპიტალისტური სამოთხეც და დასავლური ღირებულებებიც.

 


ერთადერთი უტყუარი, ნაღდი და ჭეშმარიტი, რაც იმ პროცესებმა შედეგის სახით დაგვიტოვა, სამ ნაწილად დაშლილი, მოსახლეობით განახევრებული, ყოველმხრივ გასაცოდავებული და სხვათა ჩასაყლაპად განწირული საქართველოა.

 

- გაუმააარ...

 


- რას?

 


სიყალბეს? სიცრუეს? ქვეყნის დაშლას? ხალხის გაუბედურებას? ხან მენშევიკ ჟორდანიასგან და ხან ნაცისტ სააკაშვილისგან დანატოვარი დროშების ფრიალს? გაუთავებელ სისულელეს? საკუთარი თავის დაცინვას თუ ამ ყველაფერს, ერთად აღებულს?

 


- გვითხარით, თქვე უღმერთოებო, რას გაუმარჯოს, რომელს გაუმარჯოს, გვითხარით რა შეჰქმენით ისეთი, რაც გამარჯვების ღირსია და, როდესაც თქვენ იბღავლებთ, - გაუმააარ... ჩვენც თქვენთან ერთად ვიყვირებთ:

 


- ჯოოოს!

 


ვალერი კვარაცხელია

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი