საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 287 689 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 285-ით გაიზარდა და ის 276 711-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 11-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 869-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 751, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 769, PCR ტესტით - 9 982;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,96%, ბოლო 14 დღის - 2,16%, ბოლო 7 დღის - 2,49%;
კარანტინის რეჟიმში - 198;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 190;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 301.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.