სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს უმასპინძლეს
10-04-2021, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდნენ.

 


სპეციალური ოპერაციების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ლეგიონის წევრებს გაცნობითი პრეზენტაცია ჩაუტარა. ისინი მებრძოლების ინდივიდუალურ აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნენ და ინსტრუქტორების დახმარებით სერჟანტ კახა თავგორაშვილის სახელობის 300 მეტრიან სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში ჩაუტარდათ. მოგვიანებით, ლეგიონის წევრები სტრესულ სროლებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მონეტით დაჯილდოვდნენ. ლეგიონის წევრებმა ბაზაზე სტუმრობისას პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი