„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი, საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე კი, რომელსაც დღემდე გიგი უგულავა იკავებდა, აკაკი ბობოხიძე.
როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ამასთან, „ევროპული საქართველო“ პარტიის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს.
უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.