მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.
მანამდე, მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 208 კგ შეუკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გადააკეთა და 211 თავისუფლად აიტაცა. ქართველი ძალოსნის შემდეგ სომხეთის წარმომადგენელი გორ მინასიანი გამოვიდა, რომელმაც 212 კგ ასწია.
ასანიძემ ტალახაძისთვის 217 კგ შეუკვეთა. მანამდე შტანგასთან მინასიანი მივიდა, 216 კგ ასწია. ამის შემდეგ კი, ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.
ამის შემდეგ ქართველი ძალოსანი მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.