საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გუშინ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გუშინ და გუშინწინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგ ალბათ ისევ შეხვდება პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.
"ჯერ ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხდები ხოლმე ასეთ კოლეგებს. ამიტომ გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვხდებით და კვლავაც შევხდებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინვე განაცხადა, პრეზიდენტსაც მოახსენა და ახლაც იმეორებს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ხედავს.
"ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც ოდესმე თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ გულმოდგინედ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა უსუფაშვილმა და დაამატა:
"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულები თუ დანიშნულები, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ აღშფოთება ადამიანებს შეუძლიათ სახლში, სამზარეულოშიც, არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება. ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს როგორმე გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის და არა - პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.