საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 526-ით გაიზარდა და ის 277 829-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 6-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 883-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 685, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 795, PCR ტესტით - 5 890;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,62%, ბოლო 14 დღის - 2,31%, ბოლო 7 დღის - 2,51%;
კარანტინის რეჟიმში - 188;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 422;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 295.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.