საპენსიო სააგენტო: საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა
12-04-2021, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი.

 

 

„საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

 


დღეისთვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765-მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა ერთმა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

 


სულ მონაწილე – 1,137,380-ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას“,- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი