ვასილ ხოდელი: ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში
12-04-2021, 14:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, - ამის შესახებ ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

 


"კერძოდ, ჩვენს მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი.

 

 

ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები.

 

 

მეორე და მთავარი, ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

 

ლიბერთი ბანკი არის - კერძო კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს", აცხადებს ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.

 

კომენტარები: 1
#1   iuri kordzadze
      
როგორ ამბობთ?კომერციული ბანკი ვართ,რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზეო არა?ისე შეგერგოთ ის ფული,რომელსაც ყაჩაღური გზით ძარცვავთ საცოდავ პენსიონერებს.ღმერთს,რომელსაც თქვენ არ ცნობთ არ ეჩქარება პასუხი გაგცეთ.თუმცა გეშინოდეთ თქვენი შვილ-მომავლის.თქვენ 21-ესაუკუნეში გაცოცხლებული კანიბალები და ვამპირები ხართ.ჩვენ თგვენგან სიკვდილმისჯილი პენსიონერები მოვახერხებთ როგორმე სათანადო პასუხი გაგცეთ!!!!
გეშინოდეთ სიმართლის.მალე დაგიდგებათ ის დრო ხალხის გამონაწოვი სისხლი ყელში ამოგივათ და დაგახრჩობთ.
12 აპრილი 2021 19:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი