[ვიდეო] ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი: მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს რეგულარულად უტარდებათ ტესტირება
12-04-2021, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა განუცხადა, 2020-21 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ნოემბერის პირველი ნახევრიდან, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, რადგან პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 

 


დირექტორის თქმით, 2021 წლის 18 იანვრიდან, სკოლაში მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით საკლასო ოთახებში გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1200-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება, რეგულაციების დაცვის შედეგად, ხერხდება, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში არ გადავიდეს.

 

 

„მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, 2 კვირაში ერთხელ რეგულარულად უტარდებათ ტესტირება და ამ დრომდე, ვირუსი არ გამოვლენილა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის დავით როსტომაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი