ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი (2013-2017წწ), ცნობილი ვეტერანი მორაგბე, ლევან ცაბაძე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს 2015 წელს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს და მისი ოჯახის გინებას ახსენებს და ფეისბუქმომხმარებლის, პაატა აბულაძის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სამხარაძე ყოფილ პრემიერს და მის ოჯახს აგინებდა.
„დიტოჯან, აბა რომ ყვიროდი 2015 წლიდან „კახელების კლანმაო დედა მოუტ@@@@ო ქვეყანასო“ ერთადერთი მხოლოდა და მხოლოდ მარტო მე, მეტი არავინ „ვაბშე“, მე ვიყავი ოფისში, რომელიც ფიზიკურად დაგიპირისპირდით „შენს ლოზუნგს აყოლილი ხალხს“ თუ ხელით არ შევეხე, ვიღაცებს შენი „კამანდიდან“, ღარიბაშვილის დედის გინებისთვის! თუ შენ არ ყვიროდი „ღარიბას კახურმა სასტავმა დედა გვიტირა, განსაკუთრებით რეგიონებშიო და გავწყდიო კაცი წელში, მაგათი გაფუჭებულის დალაგებაშიო. არ არის ეს შენი სიტყვები? იქნებ არც ის საუბარი გვქონდა - „ჩემთან ირაკლი ცუდი, ბინძური სიტყვებით, არ მოიხსენიოთ. თუ რამე პრეტენზია გაქვთ პირში უთხარით“, არ გვქონდა ეგ საუბარი? მაშინ ვინც მე და შენში იტყუება, იმის კაცობას დააჯ...ას პორტირებულებმა, მოსულა?
პ.ს. როგორ იყო რომ დამცინოდით ოფისში „ჰააა მამა-მარჩენალი დაგიპაშოლა ბიძინამო“ თან მერე ჩემს გასაგონად რომ ლაპარაკობდით „არა კაცო, პატიკო ჩვენიაო, რა ექნაო მარტომ კახური კლანისთვისო“, თითქოს რას ამბობ, ხმალამოღებული ვბრძოლობდე „კახურ კლანთან“. ისადა, ბოდიში მაინც თუ მოუხადეთ დედის და ოჯახის გინებისთვის? თუ არ გიგინებიათ ჰაა? დამიძახეთ და სულ წერტილ-მძიმე გაგახსენებთ, დროსაც, რა გეცვათ იმ დროს, ვინები იყავით და ვაბშე, თქვენ თვითონ ჩემზე კარგად არ იცით, რომ 1000000% ფაქტებზე ვსაუბრობ? მართლა არ გიტყდება ეგეთი ცხოვრება?" - წერს პაატა აბულაძე Facebook-ზე, რომელსაც ლევან ცაბაძე აზიარებს და კომენტარს ურთავს: „დიტუნა, ეს რაები გიქნია ბიჭო, რა გიტლიკინია. ალბათ აგდის ახლა ქაქის სუნი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.