საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
13 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 290 129 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 422-ით გაიზარდა და ის 278 251-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 11-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 894-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 37 524, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 28 078, PCR ტესტით - 9 446;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58%;
კარანტინის რეჟიმში - 205;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 445;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 323.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.