თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი იმართება, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრება.
დღევანდელ პროცესს ესწრებიან ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სასამართლოს შენობასთან კი მელიას მხარდამჭერები იმყოფებიან, რის გამოც იქ პოლიციაა მობილიზებული.
ნიკა მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით, მათ შორის არის „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რითაც, ადვოკატების თქმით, დასტურდება, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინასწარ იცოდა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
„ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება და იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს“, განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, სასამართლოს შენობასთან, პროცესის დაწყებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.