კობახიძემ აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, - განაცხადა სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
პროცესზე ნიკა მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით, მათ შორის არის „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რითაც, ადვოკატების თქმით, დასტურდება, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინასწარ იცოდა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
ნიკა მელიამ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა და უთხრა, რომ მან გადაწყვეტილების მიღებისას მან თავის რეპუტაციაზეც უნდა იფიქროს. რადგან „ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება“ და მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისთვის, რას იტყვის მასზე „მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე“ იყო.
„კობახიძე ამბობს, ვიდრე თქვენ იმსჯელებდით, აი, წირვაში დაღლილი მღვდლის გამომეტყველებით, კორექტული ვიქნები, ვეცდები, მაგრამ რაც თქვენ ჩემ მიმართ განახორციელეთ, ვიდრე აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. თქვა ეს კობახიძემ და აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზეც უნდა იფიქროთ. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე იყავით; 20 წლის მერე ამ საქმეზე ხომ დადგინდება სიმართლე; აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.
ქალბატონო მოსამართლე, უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა, ამაზე მყარი არგუმენტი არ არსებობს. თქვენს ადგილზე ნებისმიერი მოქალაქე რომ დაჯდეს, დააკმაყოფილებს. როგორ მოხდა, რომ ვიდრე ციხეში გამიშვებდნენ, პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გავეშვი ციხეში და ვიდრე თქვენ მსჯელობდით, ოფისის მიმდებარედ სპეცრაზმის მობილიზაცია იწყებოდა. არ ხდება ამ ბრძანების გაცემა, თუ არ იცის შესაბამისმა სამსახურმა, რომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო“,- უთხრა ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.
მელიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს მისი ადვოკატი და ამბობს, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს.
„ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება და იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს“, განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, სასამართლოს შენობასთან, პროცესის დაწყებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.