„ახლა გადავიღე! ბაგები! არასწორი მშენებლობა! გამოიწვია გრუნტის დაშლა! ეს არის ზუსტად, როდესაც ადამიანის არასწორი ჩარევა იწვევს მეწყრის ჩასახვას!“ - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე „ფეისბუქში“ წერს და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ბაგებში, სამშენებლოდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მასაა ჩამოშლილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობა არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მიმდინარეობდა და შპს „მეტრა დეველოპმენტს“ წარდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, თიხნარი აღმოჩნდა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.