ამირან გამყრელიძე: ინფექციას თუ გადავიტანდი და გარანტირებული ვიყავი, რომ მეორედ არ შემხვდებოდა, აღარ არის ასე; იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები, რეინფიცირირების შემთხვევები იზრდება
13-04-2021, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მუტაციის გამო, რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი.

 


„სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ინფექციას თუ გადავიტანდი და გარანტირებული ვიყავი, რომ მეორედ არ შემხვდებოდა, აღარ არის ასე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირირების შემთხვევები თანდათან იზრდება, როგორც ყველგან, ისე საქართველოში. ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 


მისი შეფასებით, დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებელი - 1 374 ახალი შემთხვევა - საგანგაშოა.

 


„შესაძლებელია ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობის შეტყობინება ხდება სამშაბათს, თუმცა შემთხვევების რაოდენობა მაინც ძალიან საყურადღებოა. პირდაპირ გეტყვით, საგანგაშოა. ქვეყანაში ამ დღეების განმავლობაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება, ასეთი ნახტომისებური მატება იანვრის შემდეგ არ ყოფილა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის თავი აარიდონ ნებისმიერი მიზნით დიდ თავყრილობას, განსაკუთრებით სუფრას და ქეიფს.

 

 

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ასევე ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა, ერთი მხრივ, ისევ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი, მეორე მხრივ კი დაწესდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები. თუმცა, ამავე დროს პინაზე იდება ადამიანთა ჯანმრთელობა. ჩვენ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია, საკოორდინაციო საბჭოს მოუწევს ამის აწონ-დაწონვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აქედან გამოსავალი არის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვა. უნივერსალური - ტარება პირბადის, რაც არის პირველი იარაღი; დისტანციის დაცვა; ჰიგიენური წესები და რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული გვაქვს. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონიძიების სათანადოდ დაცვა. ამას ემატება ინტენსიფიკაცია აცრების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი