თბილისის საქალაქო სასამრთლოში გამართულ პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
მოსამართლემ ნიკა მელიას უთხრა, რომ ის გაძევებულია სხდომათა დარბაზიდან, რის გამოც ბრალდებული მომდევნო პროცესს, რომელიც 29 აპრილს გაიმართება, ვერ დაესწრება.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მოჰყვა შეძახილები – „მონა“.
მანამდე ნიკა მელიამ საზოგადოებას მიმართა.
„მოსახლეობას, ელჩებს, დიპლომატებს პროპაგანდის მანქანა ეუბნებოდა, გადაიხადოს მელიამ გირაო და გამოვიდესო. ეს რომ თავიდანვე ტყუილი იყო, ვიცოდით; რომც მდომოდა გირაოს გადახდა, ვერ გადავიხდიდი, რადგან დოკუმენტი დახიეს და ახალი ააფრიალეს, გამიშვეს ციხეში. რატომ იცით? ჩემი თავისუფლებით რომ ივაჭრონ, გამოვუშვებთ და თქვენ რაღაცა დათმეთო. გამორიცხულია, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული და არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა, მელიას დავიხსნი ტყვეობიდან და ამის სანაცვლოდ, 20 ივნისის დამნაშავეები შევიწყალოთო. მე ვიყავი პირველი ბრალდებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პოლიტიკოსს გაუკეთეს სამაჯური, როდესაც პოლიტიკოსს აუკრძალეს ლაპარაკი. პირველ ნოემბერს მოვიხსენი სამაჯური, სამ ნოემბერს მოვიდნენ სასამართლოში და სამაჯური რომ მოიხსნაო, გთხოვთ დააკისრეთ კიდევ ერთი საარაკო გირაოზე გირაოო. მე მქონდა არჩევანი, თავი დამეხარა ოლიგარქისთვის, რომელიც არც კი თვლის თავს ვალდებულად, რომ აღიაროს, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. ეს არჩევანი მე განგებ არ მივიღე; იცით, მაშინ პატიმრობა რატომ არ მოითხოვეს, ბევრად დიდი მიზანია ჩვენი, მელია ოღონდ პარლამენტში შევიდესო; არ გავაკეთე და არ გააკეთა არავინ და როდესაც მიხვდნენ, ჩვენს მხარეს იყო უდიდესი მორალური უპირატესობა, მართალი ადამიანი ციხეში რომ გყავს გამოკეტილი იქ ადამიანი ძლიერდება. ახლა აქ რომ მოვიდნენ, ამბობენ, პატიმრობაში უნდა დარჩესო; ახლა ამ ბატონმა ამირანმა რომ თქვას, დიახაც, მელიამ გირაო გადაიხადოს, თქვენ ერთადერთი არჩევანი გექნებათ, უნდა დააკმაყოფილოთ, იძულებული იქნებით, მე ეს კარი გამიღოთ და განმისაზღვროთ ვადა გირაოს გადასახდელად. ამასობაში, მე გავდივარ გარეთ, ამ უკანონო გირაოს არ გადაიხდის არავის. მერე იციან, არიან ცირკის ბორბალში და კვლავ ერთი და იგივე მოუწევთ. დღეს აქ ამას არ იმეორებს სასამართლო დარბაზში. იქნებ ვიხდი, ორი თვე არ საუბრობდნენ მელიამ გირაო გადაუხადოსო?“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ საზოგადოებას ასევე მიმართა, არ დაიღალონ.
„საზოგადოებას ვთხოვ, არ დაიღალოს, ისტორიულად ასე არის ყოველთვის, ბევრი ადამიანი იღლებოდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. მე ვეცადე, რომ ამ ადამიანებს ჩემთვის ღირსება არ აეყარათ. ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის არასრულფასოვნების კომპლექსი, ორი თვე ნაწარმოები კამპანია აგერ, დაამსხვრიეს თვითონ. პოზიციაა, რომ ეს კარი გამიღოთ და გამომიშვათ, რომ ცვლილებები განხორციელდეს და სიმართლისთვის ბრძოლაში გამიშვათ, რომ პროკურორი იყოს თავისუფალი, მოსამართლე იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ნიკა მელიამ პროცესზე, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.