საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს შეაფასებს. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი რაინერ ლინდრენი წარუძღვება, მინისტრი რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. გაიმართება გერმანიის საშუალო ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარე მარკუს პელზნერი წარუძღვება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან, გერმანის ფედერალური კანცლერის ოფისში, ბუნდესტაგსა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენელებთან. განხილული იქნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში 28-29 ოქტომბერს გასტანს.
როგორც ქართულ საგარეო უწყებაში აცხადებენ, ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მაღალ დონეზე მიმდინარე დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.