საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
3-11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა, თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი -222, აკვრა - 263 ) დაიმორჩილა და ატაცში ნაჩვენები შედეგით (222 კგ) ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ მოიგო ატაცში და აკვრაში გათამაშებული მცირე ოქროს მედლებიც.
მოსკოვში ორჭიდის ჯამში ჩემპიონი გახდა ანტონ პლესნოი (96 კგ ), ხოლო შოთა მიშველიძემ (61 კგ) და რევაზ დავითაძემ (89 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.