საკოორდინაციო საბჭომ გუშინ გააჟღერა ინფორმაცია თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტულია. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ნოდიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, კოვიდ 19 -ის პანდემიის დაწყების დღიდან ვხედავდით და ვხედავთ არასწორად დაგეგმილ, პრევენციულად გაუთვლელ ნაბიჯებს, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით გალელებს კი არ შეუმსუბუქა, არამედ დაუმძიმა ისედაც ურთულეს და გამოწვევებით სავსე გარემოში ცხოვრება.
„სააკოორდინაციო საბჭოს მიერ გაჟღერებული პერიოდული რეგულაციების ცვლა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისევ ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანების პროტესტის და ხმამაღალი განცხადებების შედეგია. შესაბამისად, კარანტინის 14 დღიდან 5 დღემდე შემცირება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი თუ შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კუთვნილი შემწეობის მიღების შესაძლებლობის შექმნა კარანტინის გავლის გარეშე, სიახლეს არ წამოადგენს.
არც ისაა სიახლე, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროების მქონე პირებს მკურნალობის მიზნით დაყოვნების გარეშე შეუძლიათ მომსახურების მიღება, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტებიც, როცა ზუსტად გადაუდებელი საჭიროების მქონე პირები მოხვდნენ კარანტიში და გაურთულდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარებობა. შემოვლითი გზით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის მიზნით უბრალო ადამიანების ტრაგიკულ ფაქტებზე, არსებულ საფრთხეებზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას? ეს მარტო საოკუპაციო რეჟიმის პასუხიმგებლობაა? როცა იქითა მხარეს, ჩვენი მოქალაქეები აგვარებენ გადმოყვანის საკითხს და აქეთ ექმნებათ პრობლემები, ეს ვისი პასუხისმგებლობაა? რა სახის ინფორმაციებს ფლობთ? ვინ აანალიზებს რისკებს? და საერთოდ, რაზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება? რამე სიახლე გვითხარით გუშინდელი განცხადებით? ეს არის ან გულგრილობის ან არაკომპეტენტურობის შედეგი, ან რაღაც მიზანმიმართულ პროცესებთან გვაქვს საქმე. გალელებიც კი დააბნია გუშინდელმა საკოორდინაციო საბჭოს განცხადებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სვამდნენ კითხვას - კარანტინი მოხსნეს? იმიტომ რომ, ის რაც თქვენ გააჟღერეთ ამ განცხადებით, არც მათთვის არ იყო სიახლე.
ისევ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები და ვითხოვთ, არა უკვე არსებული შემსუბუქებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ განცხადებას კარანტინის მოხსნის შესახებ“, აცხადებს ნუკრი ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.