ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვა - "არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა"
27-10-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელებას თხოვს, რადგანაც მისი თქმით, "არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა".


მისივე განმარტებით, პრეზიდენტს სთხოვა, რომ "იმის გასარკვევად, თუ როგორ მიდის საქმე, სასამართლო პროცესს მისი წარმომადგენელი დაესწროს".


"ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიიღო. მოვუყევი ყველაფერი, რაშიც არის საქმე და ავუხსენი სამართლებრივი მხარე. ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაუკეთოს სასამართლოს, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის – არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ბიზნესმენის თქმით, პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა.


"მან დახმარება აღმითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი, თუმცა მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი, ამიტომ დასკვნას ვერ გააკეთებს და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, ისტორია მოვყევით – როგორ ხდებოდა ყველაფერი. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩავაყენე", - განაცხადა ხალვაშმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი