[ვიდეო] გიგა ბოკერია: ბატონმა გახარიამ უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ეს რაღაც ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა, არასერიოზულად გამოიყურება
14-04-2021, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებას და „ქართული ოცნების“ რიგებიდან 6 დეპუტატის წასვლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცვასა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები „აბსოლუტურად ბუნებრივია იმ უმძიმესი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა თავისი მავნებლური, უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ყველა მიმართულებით“.

 

 

 

 

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანების გასვლას და გახარიას ფაქტორს ეგრეთ წოდებულს, ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, პასუხები გასცეს ე.წ. მათმა ლიდერმა, გახარიამ უამრავ კითხვას, დააფიქსიროს პოზიცია, როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანები.

 

 

ჯერჯერობით გახარიასგან და მისი გარემოცვისგან რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია, ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის რაღაც მცდელობა „ბე“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავიანთი მოქმედებებით. თუ აქ ლაპარაკია, რომ ასეთი მცირე რაოდენობის არიან, რომელიც იტყვის, რომ ოპოზიციაა, მაგრამ რეალურად არაფერს არ შეცვლის, მაშინ ეს უმნიშვნელო მოვლენა იქნება აბსოლუტურად, თუ ეს ასე არ არის, თუ რაოდენობა იზრდება და თუ მთავრობის უნდობლობას უჭერენ მხარს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, ძალიან კარგი, მაშინ გააკეთონ ეგ. ოღონდ ამასთან, ბატონმა გახარიამ უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ეს რაღაც ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა, არასერიოზულად გამოიყურება“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი