ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ სარეფორმო მიმართლების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. ადგილზე ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ხობი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ ორ თანამშრომელს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.