"რუსთავი2" -ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სულ ცოტა ხნის წინათ პროკურატურიდან დაუკავშირდენენ და 6 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს.
"პროკურორი ვარ, ძველ საქმეებს ვეცნობი და თქვენი საქმე ჩამივარდა ხელშიო. 2009 წელს საკრედიტო ბარათიდან მომპარეს თანხა, რის გამოც მაშინვე შევიტანე საჩივარი. სამწუხაროდ, დამნაშავეს ვერ მივაგენით, ზარალის ნაწილის ანაზღაურებაში კი დამეხმარა TBC ბანკი. ეს 6 წლის წინანდელი საქმე დიდი ხნის დავიწყებული მაქს. პროკურორი კი მირეკავს და დაჟინებით ცდილობს ამ საქმეზე ინფორმაციის მიღებას - ვინ იძიებდა, დამკითხეს თუ არა და ა.შ. ვუპასუხე, რომ ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია საქმეშია, საქმის მიმართ ინტერესი აღარ მაქვს და ვურჩევ, შტურვალს მიხედოს, ანუ მიმდინარე საქმეებით დაკავდეს. პასუხი არ აკმაყოფილებს და აგრძელებს ჩემს გამოკითხვას. რაღაც ეტაპზე, ხმას უწევს და შენობით ლაპარაკზე გადადის, რაზეც ვუთითებ და ვწყვეტ საუბარს.
მე მიყვარს ჩემი დეპოლიტიზებული პროკურატურა", წერს "რუსთავი2" -ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.