მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდულ ორგანიზაციას (YOOUSD) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და ზემო სვანეთის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ და განხორციელებული პროექტების მხარდაჭერა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით და მონდომებით, ხაიშში უკვე გაიხსნა სოციალური კაფე „სვანჰაუსი“, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და ერთად განახორციელონ სხვადასხვა პროექტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.