[ვიდეო] კახა კალაძე: დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველანაირად კარგად ვარ
15-04-2021, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.
 

 

 

 

„უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს,“-აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

 


ვიდეომიმართვაში თბილისის მერი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკის მშენებლობის პროექტსაც შეეხო და დაინტერესებულ პირებსმოუწოდა, ჩაერთონ პროექტის განხილვაში.

 


„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ცენტრალური პარკის პროექტს. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცესამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლებამეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადეოაბს პროექტთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და აშ. ასე რომ, ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი