შალვა ნათელაშვილი: ნამახვანჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები, არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და ყველა ხეობა აოხრდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ჰქონდეს შემოსავალი
15-04-2021, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს ჰესი, ნამახვანჰესი, ისევე როგორც სხვა ჰესები, არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და ყველა ხეობა აოხრდა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს შემოსავალი“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

 


„ეს ბიზნესი ქვეყნის დანგრევისა, გახლავთ ოლიგარქის საკუთრება“, აღნიშნა ნათელაშვილმა.

 


მისი თქმით, „რიონის ხეობას დღესაც ამჩნევია აღმაშენებლის და ჭყონდიდელის ნაფეხურები“ და საქართველო არ დაუშვებს ამ ჰესის აშენებას.

 

 

„გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ, სახალხო, ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული ვართ. რა თქმა უნდა, „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი იმერეთისა და არა მარტო, იქ დგას, ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება. საქართველოში საერთოდ, სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო „ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე.

 

 

ჩვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, მთავარი, ძირითადი კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ვითხოვთ ყველა კონტრაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ.ე.წ. კომპანიასთან და რომელიც პრაქტიკულად არის ადამიანის უფლების ხელყოფა, რათა იცხოვროს მან ეკოლოგიურად ჯანსაღ, ჯანმრთელ გარემოში, მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. კონსტიტუციის ყველა ეს პუნქტი აღნიშნული კონტრაქტის შედგენის დროს დაირღვა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი