დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მმართველი პარტიიდან 6 დეპუტატის წასვლის შესახებ კომენტირებისას და დაამატა, რომ თავად ასე მოიქცეოდა.
„გუშინ, ჩვენი ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა, ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“.
არ უარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი გვაქვს, თუმცა თურმე, მათ უთქვამთ, რომ ხუთი პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს ხუთი პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომრჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, „ქართული ოცნების“ გარეშე. ჩვენ მათემატიკურ თვლებს ვაწარმოებთ მხოლოდ არჩევნების შედეგებით“, – განაცხადა წილოსანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.