„მე, უკვე 82 წლის, მოგესალმებით დმანისიდან და მიგულეთ თქვენ გვერდით“ - ჯუმბერ კოპალიანი „რიონის ხეობის მცველებს“ თანადგომას უცხადებს
15-04-2021, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოფილი ხელმძღვანელი, პირველი არაფორმალური ორგანიზაციის - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, ჯუმბერ კოპალიანი „რიონის ხეობის მცველებს“ თანადგომას უცხადებს და მიმართავს საქართველოს ახალგაზრდობას, მიბაძონ „სამშობლოს ღირსეულ, ყოველმხრივ სამაგალითო შვილს, ვარლამ გოლეთიანს“.

 


„ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ლეჩხუმს, რაჭას, იმერეთს, სრულიად საქართველოს ჰყავს, ასეთი თავდადებული დამცველები. მივმართავ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას, მიბაძეთ სამშობლოს ღირსეულ, ყოველმხრივ სამაგალითო შვილს, ვარლამ გოლეთიანს. საქართველოს ვერავინ მოკლავს, ვერავინ მოსპობს (ოდითგანვე რისი სურვილიც ბევრს აქვს), რადგან ასეთი ახალგაზრდები და ქართველი დედები გვყავს. მე, უკვე ოთხმოცდაორი წლის, მოგესალმებით დმანისიდან და მიგულეთ თქვენ გვერდით“, წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჯუმბერ კოპალიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი