მე, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის მერი მუსელიანი, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი 1994 წლიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. სხვა რეგალიები არ მაქვს, არც ორდენები, არ მიჩალიჩია და იმიტომ.
12 წელი ვიმუშავე საქართველოს ტელერადიოკორპორაციაში, მთავარ საინფორმაციო სამსახურში საკუთარ კორესპონდენტად, ისე კი 15 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი და სანამ ჩემი საკუთარი ერთოთახიანი ვიყიდე 22 ნაქირავები ბინა გამოვიცვალე. ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ არასდროს ვყოფილვარ ხელისუფლების ან რომელიმე კლანის ნებიერა.
2006 წელს ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში ჩემი დატერორება გადაწყდა. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ გადავიხადე რასაც მედავებოდნენ, სისხლის სამართლის საქმე კიდევ რვა წელი იყო ჰაერში გამოკიდებული. მთელი ეს წლები ვიყავი მუდმივი კონტროლის, ზედამხედველობის და წნეხის ქვეშ, პერმანენტულად მედებოდა ყადაღა და სახელმწიფოს სახელით მძალავდნენ ფულს. მათთვის სულერთია ცოტას გძალავენ თუ ბევრს, ოღონდაც დაგსაჯონ!!! (და ვიღაცისთვის ცოტა, მთელი ჩემი ცხოვრების ნაკოწიწებია). ჩემი ადვოკატი შეეკრა მათ. (არ შეეკვრებოდა და იმასაც ყოფას უტირებდნენ). მეუბნებოდნენ რომ ჩემს ერთადერთ ვაჟს, რომელიც 4 წლის იყო, დავკარგავდი.
2012 ში როცა ბიძინა მოვიდა, შევიტანე 111 გვერდიანი საჩივარი პროკურატურაში.
2014 ში ქუჩაში დავრჩი. ყველა ფინანსური რესურსი რაც გამაჩნდა შეეწირა ბრძოლას სიმართლისთვის, გადარჩენისთვის.
ამასობაში კიდევ სხვა საქმის აღძრვა მოინდომეს, რადგან არ ვჩერდებოდი. არაერთხელ მივმართე დაწყებული პარლამენტით, დამთავრებული პრეზიდენტით ყველას (მათ შორის ღია საჯარო, განცახდებით).
ყველამ მომაფურთხა!
მომერივნენ მარტო ქალს ბავშვით ხელში.
2014 ში დავტოვე საქართველო უვიზოდ ვიზიანობის პერიოდში (ეს რას ნიშნავს ნეტავ მიხვდეთ).
ერთი ხელჩანთით და 350 ევროთი ჯიბეში გამაქციეს ქვეყნიდან.
აფხაზეთის ომის დროს არ გავქცეულვარ და 45 წლის ასაკში გამაქციეს ჩემი სამშობლოდან.
დღეს ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე ამბობს უარს.
ეს იმიტომ, რომ ჩემი და უამრავი ჩემნაირისთვის ზიანის ანაზღაურება არც მას უნდა მოსთხოვონ და არც თავად უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი. მთავრობას არ სურს, რომ პრეცედენტი დაუშვას სამართლის აღდგენის. ერთ-ორს დაუბრუნეს ცხრა წლის მანძილზე ნათრევი მანქანები და ამით შემოიფარგლა ოცნების მიერ 2012 ში დაპირებული სამართლის აღდგენა. ცხრა წლის მანძილზე 99% გამამტყუნებელი განაჩენების გადახედვის დაპირებით მოვიდნენ და შესაბამისი კანონი შემდეგი 8 წლის განმავლობაშიც არ მიიღეს. დამნაშავეებთან გარიგებას მიჰყვეს ხელი.
ახლა, მოგიყვებით რა დაგემართებათ თქვენ, ქართველებო!
მე როგორც მომერივნენ, ისე მოგერევიან! გათითოკაცებულებს მოგერევიან!
სისტემამ არ იცის ქოცი და ნაცი. პარტიების და მხარეების ფრიალს შეეშვით! ესენი მხოლოდ შირმებია! თითქოს და მართლაც რაღაც აზრთა სხვადასხავობა აქვთ! სისტემა ერთია, ერთი!
მალე #ნამოხვანჰესის დამცველებს გადაუკეტავენ ყველანაირ საარსებოს, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს მათ წინააღმდეგ. პირზე დააყენებენ ცრუ მოწმეებს. საქართველოდან გააქცევენ ან დააპატიმრებენ! გაგსრესენ და არავის ხელი არ აუკანკალდება. სადაც მე, პატარა ბავშვით ხელში ასე გამიმეტეს, თქვენ რას გიზამენ?!
ა რ დ ა გ ი ნ დ ო ბ ე ნ!
თ უ რ ნ ა ვ ა კი, მოვა დრო, ადეიშვილივით გაიქცევა და საქართველოს მოქალაქეობაზეც აუღელვებლად იტყვის უარს. მას სისტემა იცავს, ის სისტემის ნაწილია!
ვიცნობ მაგათ ჯიშს, უსამშობლოდ დაბადებულების ჯიშს!
ერთადერთი, ჰიპოთეტური გადარჩენის გზა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს გარეთ!
რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა დაუდგეს #არანამოხვანჰესს აქციას გვერდში!
შეეშვით ხალხო დებატებზე ფიქრს თავი და ტელევიზიებს შეეშვით!
ზოგი ადამიანურად შეიძლება თანაგიგრძნობდეთ, მაგრამ მაინც კლანების საქმეს გააკეთებენ! პროტესტს მისცემენ რიგითი ამბის ხარისხს, ბოლო სიტყვას დაუთმობენ ენკას წარმოამდგენლებს. ათასი მანიპულაციებია მედიასივრცეში რითაც ეცდებიან თქვენი ხმის გადაფარვას! ხალხის ყურადღების გადასატანად ამოაგდებენ უამრავ ძველ ინფორმაციას მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე! უახლოეს ხანში შეიძლება რაიმე სახის დიდი და სერიოზული ამბის პროვოცირებაც მოახდინონ, ასევე #არანამოხვანჰესს ყურადღების გადატანის მიზნით!
თუ ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს, ჩაიჩექმება პროტესტი!
ქართველებო, გაფრთხილდით! ბეწვის ხიდზე გადიხართ!
მარტო ნამოხვანი კი არა, მთელი ქვეყანაა გადასარჩენი! სისტემა უნდა დაინგრეს!
მერი მუსელიანი,
ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ტელეჟურნალისტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.