„ამ ბიჭს [ვარლამ გოლეთიანს] ნამახვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან“, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ექსპერტი გია აბაშიძე წერს.
იგი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რუსეთში მოღვაწე მილიონერი, ილია ძოწენიძე აფინანსებს და „რაც ახლა ხდება ნამახვანის შემთხვევაში, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი“.
„მარტივად გეტყვით თუ რა არის რუსული ჰიბრიდული ომის დამახასიათებელი მთავარი ხაზი:
რუსული სპეცსამსახურები, პირველ რიგში, არჩევენ ადამიანს, რომელიც გარკვეულწილად იწვევს ნდობას საზოგადოებაში. მის გარშემო შემოიკრიბება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ საქმეში ერთვება დაფინანსების წყარო (ნამახვანის შემთხვევაში რუსეთში მოღვაწე მილიონერი, ილია ძოწენიძე), შემდეგ აქციის გარშემო იკრიბებიან რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსები (ქართული მარში, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და აშ), შემდეგ მოთხოვნები იცვლება, იზრდება პოლიტიკურ ნარატივში და საბოლოოდ, გეგმის მიხედვით, ყველაფერი მიდის არეულობის დაორგანიზებამდე.
აი, რაც ახლა ხდება ნამახვანის შემთხვევაში, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი. რეალურად აი, ამ ბიჭს [ვარლამ გოლეთიანს] ნამახვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან. მისი ეს მუქარაც ამ ყველაფრის ნათელი დადასტურებაა!“ - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.