მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების ინტერსი და ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული.
“დღეს შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს, ჩვენსა და პარლამენტის წევრებს შორის. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები, რაც აწუხებთ მათ. ეს არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერსი, მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან. ასევე ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში. ასევე ამომწურავი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რაც მათ დააყენეს. მათი მხრიდან იყო კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც საჭიროებენ ჩამოყალიბებას და მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში შეთანხმების შემდეგ ისინი მიიღებენ პასუხს“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.