[ვიდეო] ვარლამ გოლეთიანმა ირაკლი ღარიბაშვილის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი შეთანხმდებიან იმაზე, რომ „ნამახვანჰესი“ არ ითვალისწინებს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესს, პროექტი არ განხორციელდება
16-04-2021, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ „ნამახვანჰესის“ პროექტი არ ითვალისწინებს სახალხო ინტერესს და არ ითვალისწინებს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესს, ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა პრემიერის უშუალო წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, გუბერნატორებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ.

 

 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვმა ამ ეტაპზე ისაა, რომ შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და გავიდეს პოლიცია, რომ მათ თავისუფლად შეძლოს კარვებით პროტესტის გაგრძელება რიონის ხეობაში, ხოლო მიწასა და ხელშეკრულების სხვა დეტალებზე მოლაპარაკებები ამის შემდეგ გაგრძელდეს.

 

 

 

 

„პროტესტი გრძელდება რა თქმა უნდა, და პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენ იმიტომ შევდივართ ამ კონსტრუქციულ დიალოგში, ზოგადად, რომ მკაფიოდ დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ კონსტრუქციულად მივყვებით პროცესს და ის, რომ ვსვამთ კითხვებს და ვამბობთ, რომ დათმობილია სახელმწიფოებრივი ინტერესი და ის, რომ ჩვენ აქაც დავაყენეთ საკითხი მიწებთან დაკავშირებით, რომ მიწა არის წითელი ხაზი და არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება რაც არ უნდა მოხდეს, ანუ იმ ფორმით გადაცემა, რა ფორმითაც გადაცემულია, აქაც დადგა ეს საკითხი, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შემდგომი მსჯელობის საგანი, ანუ ამაზე რომ გაჩნდეს სივრცე, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, ამისთვის პირველად ეს პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. ანუ: შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და გამოვიდეს პოლიცია, რომ ჩვენ თავისუფლად გადავადგილდეთ იქ და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი, როგორც ვიყავით ხეობაში, დანარჩენი - მიწაზე, ხელშეკრულების სხვადასხვა დეტალებზე, ეს არის შემდგომი მოლაპარაკებების თემა.

 


ამ ნაწილში იყო დადებითი მთელი ეს შეხვედრა. ჩვენ დავსვით საკითხი ასე, როგორც თავიდანვე დავსვით, როცა მინისტრები იყვნენ ჩვენთან მოსული, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჩვენ და მათ აპრიორი ჩვენი პოზიცია ჰესის აშენება-არაშენებასთან დაკავშირებით. აქაც დავსვით იგივე საკითხი: თუ თქვენ ახლა ჩვენ გვეტყვით, რომ ეს ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაშინ ავდგებით და წავალთ აქედან, ანუ საკითხი თავიდანვე ასე დაისვა და თუ თქვენ არ დააყენებთ ეჭვქვეშ, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს, თუ ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა... ჩამოთვლილთაგან, ანუ ვერ შევთანხმდებით მთელ რიგ ფაქტორებზე, მაშინ დიალოგის გაგრძელებას ექნება აზრი და მათ თქვეს, რომ კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ შეიძლება ეს ჰესი არ აშენდეს. ისინი ამბობენ, რომ თუ ეს პროექტი არ ითვალისწინებს სახალხო ინტერესს და არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესს და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესს, ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა პრემიერის უშუალო წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება. ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი, ჩვენ ამას ვასაბუთებთ და ჩვენ საბოლოოდ დავასაბუთებთ იმას, რომ აქ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი და ამ ნაწილში ვთანხმდებით მათთან, - თუ არის სახელმწიფო ინტერესი დათმბილი - ჰესი არ აშენდება, ამბობენ პირდაპირ ამას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები: 1
#1   ზურაბი
      
ნამახვან ჰესი ხალხის ნებართვის და ხალხთან შეთანხმების გარეშე არ უნდა აშენდეს! ხოლო მიწის მიყიდვის საკითხი საერთოდ ამოსაღებია, რამეთუ ეს პირდაპირი დაპყრობის მეთოდია ასე ასე მიწის გაყიდვის შედეგია აფხაზეთი და სამაჩაბლო და კიდევ არაა დამთავრებული! მეცნიერული კვლევები, დასკვნები და სახახო განხილვა აუცილებელი! ვის აქვს უფლება ასე ხალხის გარეშე ასე ვოლუნტარისტულად გადაწყვიტოს, ამას კომუნისტებიც კი არ აკეთებდნენ! ასე დაინგრა საყდრისი ასე იყიდება საქართველო!!!
16 აპრილი 2021 12:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი