ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" 300 000 ლარად დაათმობინა, მაშინ როდესაც ის 7 300 000 დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ხალვაშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებიც გაამჟღავნა.
"2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევედი მაშინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ. მან წამომიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა, არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმიტრი ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმა "რუსთავი 2". ეს იყო ზეწოლა - ახლა ტყვიამფრქვევი არ უსვრია. არსებობს მტკიცებულება, რომელშიც წერია, რომ მე კომპანიაში ავიღე 300 000 ლარი, რაც 300 კაპიკიც არ ყოფილა სინამდვილეში მაშინ, როცა მე ვიყიდე 7 300 000 დოლარად", - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე განცხადებით, იმას, რასაც მოპასუხე მხარე ლაპარკობს, "მიშა სააკაშვილის და გვარამიას დაწერილია" და "არ შეესაბამება რეალობას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.