ფოტო: რუსთაველის თეატრის Facebook-ის გვერდიდან
გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად, ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ, დროზე რატომ არ ილაპარაკა. ეს არასდროს სწორი და გამართლებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და დაამატა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებდა თეატრს.
„რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას, პირდაპირ გეტყვით, როგოც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.